ბათუმის N20 საჯარო სკოლაში ბულინგის თემაზე ლექცია ჩატარდა
12-03-2019

ბათუმის N20 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „ბალავარის“ აქტიურმა წევრებმა მარი მაკარაძემ და მარი გუჩმანიძემ მოსწავლეებისთვის ბულინგის თემაზე ლექციები მოამზადეს. 

ლექციებზე მოსწავლეები საუბრობდნენ ძალადობის შესახებ და პასუხობდნენ შემდეგ კითხვებს: ყოფილან თუ არა მსხვერპლის ან მოძალადის როლში? რას გრძნობს „მსხვერპლი“ ამ დროს? ვინ შეიძლება იყოს მოძალადე? დანაშაული მიუძღვის თუ არა ოჯახს ,,მსხვერპლის“ ან ,,მოძალადის“ შექმნაში? როგორია ოჯახის, ქუჩის, სკოლის ცხოვრების როლი მოზარდის ჩამოყალიბებასა და აღზრდაში? 

შეხვედრაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ და საკუთარ მოსაზრებებს ხმამაღლა აფიქსირებდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ლექციამ საინტერესოდ ჩაიარა და მოსწავლეები ბულინგის პრევენციის გზებზე შეჯერდნენ. 

შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა აღნიშნულ თემაზე ნახეს ფილმი. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203