მარტვილის მუნიციპალიტეტის, ლეხაინდრაოს საჯარო სკოლაში გაზაფხულის დადგომა და მარტის დღესასწაულები კონცერტით აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი და ლამაზი სანახაობით წარსდგნენ და დედებს, მასწავლებლებსა და ქალბატონებს დედის დღე და 8 მარტი ლექსებით, ლამაზი სიტყვებით, სიმღერებითა და ცეკვებით მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები