რუსთავის N10 საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „დე მიყვარხარ...“ გაიმართა
12-03-2019

რუსთავის N10 საჯარო სკოლაში, მე-2ბ კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, (დამრიგებელი: ნათია ჯულაყიძე), დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „დე მიყვარხარ...“ გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი და ლამაზი სანახაობით წარსდგნენ. 

ღონისძიებაზე წარმოდგენილ ვოკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებში მოსწავლეებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ მათი დედები და მამები. 

სკოლის დირექტორმა, მანანა ფიროსმანაშვილმა ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა და მოსწავლეების მამებს ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203