ონის მუნიციპალიტეტის ღების საჯარო სკოლაში პედაგოგთა სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
ამავდროულად, ეს შეხვედრები წარმოადგენდა ადგილობრივი მასწავლებლების ტრენინგს „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის ფარგლებში.
შეხვედრების ორგანიზატორი პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი და ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი თამარ სამსონიძე იყო. მას შეხვედრების ორგანიზებაში ეხმარებოდა და პრეზენტაციები წარმოადგინა პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი და ღების საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი რეზო ბარბაქაძე.
შეხვედრებზე იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე:
1. სილაბუსები და თემატური გეგმები (ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური გაკვეთილის გეგმები)
2. ინტეგრირებული გაკვეთილი (მისი დაგეგმვისა და ჩატარების ძირითადი ეტაპები)
3. შეფასება,შეფასების ტიპები და რუბრიკები
იხილეთ ფოტოები