განათლების ეროვნული კონცეფციის, ახალი ინიციატივის - „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ შექმნის პროცესში მონაწილეობას ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის მასწავლებლები და დირექტორები მიიღებენ.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა და ახალი ღია პლატფორმის შექმნა დააანონსა, რომელიც გააერთიანებს, როგორც ონლაინ ასევე პირდაპირი შეხვედრების ფორმატებს.
„მნიშვნელოვანია უზრუნველყოთ მაქსიმალური ჩართულობა ყველასი ამ ეროვნული იდეის შექმნის პროცესში. მინდა დავაანონსო ერთგვარი ღია პლატფორმის შექმნა, რომელიც გააერთიანებს, როგორც ონლაინ ასევე პირდაპირი შეხვედრების ფორმატებს და რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ დარგის ექსპერტები, პედაგოგები, დირექტორები, ლექტორები, სტუდენტები, მეცნიერები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება და ზოგადად, ყველა დაინტერესებული მხარე. ჩვენ ყველამ ერთად უნდა უზრუნველყოთ ხორცშესხმა ამ მნიშვნელოვანი რეფორმის“,-განაცხადა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ განათლების სფეროს დაფინანსების გაზრდა კანონმდებლობით - „საგანმანათლებლო თანასწორობის აქტით“ იქნება უზრუნველყოფილი. 2019 წელს კი განათლების სექტორზე მილიარდ 600 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული, 2020 წელს - 2 მილიარდი ლარი, 2021 წელს - 2 მილიარდ ნახევარი ლარი, 2022 წელს კი - 3 მილიარდ 400 მილიონი ლარი.
გაზრდილი ბიუჯეტი შემდეგ მიმართულებებზე იქნება მიმართული: