მირზა გელოვანის სახელობის თიანეთის N1 საჯარო სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლის მარიამ გოჯიაშვილის ნახატების პერსონალური გამოფენა მოეწყო.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მარიამი განსაკუთრებული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილოდვებული მოსწავლეა - მას ყველაფერი კარგად გამოსდის - ხატვა, სიმღერა, მხატვრული კითხვა.
გამოფენამ სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები