ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, შუა ამაღლების საჯარო სკოლაში კონკურსი - „ნორჩი პოეტები“ გაიმართა.
კონკურსზე მე-11 კლასის მოსწავლებმა ახალბედა პოეტების ლექსები წაიკითხეს.
პირველი ადგილის მფლობელი მე-6 კლასის მოსწავლე დავით სიხარულიძე გახდა, მეორე ადგილი წილად ხვდა მე-6 კლსის მოსწავლეს ქეთი ჯიბუტს და მესამე ადგილზე კი მე-4 კლასის მოსწავლე საბა ჯიბუტი გავიდა.
კონკურსში სულ 8 ახალბედა პოეტი მონაწილეობდა. დანარენ 5 მოსწავლეს კონკურსში მონაწილეობისათვის სიგელები გადაეცა.