დმანისის მუნიციპალიტეტის, ირგანჩაის საჯარო სკოლის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების პროგრამის -„მომავლის თაობა“ სემესტრის შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
ღონისძიება მარნეულში „სიქას“ ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებაზე პროგრამის სამიზნე სკოლების მოსწავლეებმა პროგრამის ფარგლებში გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრეს.
ღონისძიებაზე პრეზენტაციით წარსდგნენ ირგანჩაის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც.
აღსანიშნავია, რომ საგრანტო კონკურსში 11 განაცხადიდან მხოლოდ 2 დაფინანსდა, მათ შორის ირგანჩაის საჯარო სკოლის პროექტი - „ჩემი საყვარელი სივრცე“.
იხილეთ ფოტოები