ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ჟდანოვის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლის ხელმძღვანელობით, ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღნიშნეს.
პირველკლასელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი და ლამაზი სანახაობით წარსდგნენ - ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.
„პატარებმა ლექსებით, ცეკვით და სიმღერით მიულოცეს 8 მარტი მასწავლებლებს და ყველა ქალბატონს. უსურვეს მათ ჯანმრთელობა და ბედნიერება“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები