თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ V კლასის მოსწავლეები, მასწავლებელ თამარ გიგაურის ხელმძღვანელობით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112 “-ს ეწვივნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საქართველოში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ნომრის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
ცენტრის წარმომადგენელმა მოსწავლეებს განუმარტა, თუ როდის უნდა დარეკონ 112-ზე და რა სანქციებია გათვალისწინებული არამიზნობრივი ზარის შემთხვევაში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ოპერატორების სამუშაო სივრცე და მოისმინეს სახალისო ზარები.
იხილეთ ფოტოები