წყალტუბოს, არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნება“ „კინგსის“ ოლიმპიადამ წარმატების სერტიფიკატით დააჯილდოვა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, „კინგსის“ აღმასრულებელი დირექტორის, დავით ყანჩაველის წერილისა და გადმოცემული დიპლომის საფუძველზე, 2018 წლის „კინგსის“ შემოდგომის სეზონზე სკოლამ გამორჩეულ შედეგებს მიაღწია.
1. „სკოლა პირველ ადგილზეა მუნიციპალიტეტში იმ მოსწავლეთა რაოდენობით, რომლებმაც „კინგსის“ 2018 წლის ოლიმპიადების ფინალურ ტურებში დაიმსახურეს დიპლომი“.
2. „პირველ ადგილზეა რეგიონში იმ მოსწავლეთა პროცენტული რაოდენობით, რომლებმაც „კინგსის“ 2018 წლის ინგლისური ენის ოლიმპიადების ფინალურ ტურებში დაიმსახურეს დიპლომი“.
3. „საუკეთესო ხუთეულშია საქართველოში იმ მოსწავლეთა პროცენტული რაოდენობით, რომლებიც „კინგსის“ 2018 წლის ოლიმპიადების ფინალისტები გახდნენ“.
სკოლა აღსაზრდელებს, მათ პედაგოგებსა და მშობლებს წარმატებას ულოცავს.
იხილეთ ფოტოები