ვალის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლიანა სარიშვილმა საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონს“ ლექსი მიუძღვნა.
სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ტესტირებაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მოსწავლეთა მონდომებით შთაგონებულმა ლიანა სარიშვილმა საგანმანათლებლო პროექტს ლექსი მიუძღვნა.
გთავაზობთ პედაგოგის ლექსს:
,,ისმინე, სწავლის მძებნელო!“
ეძღვნება ,,ეტალონს“ - ყველაზე ინტელექტუალურ პროექტს!
წუთისოფელი ასეა,
დღეს ღამე უთენებია,
„არ გათნევთ“ - ცოდნის ტაძარი
ეტალონს უშენებია.
სინათლის ეტალონი ხარ,
შენია წარმატებები,
,,ისმინე, სწავლის მძებნელო!“
განთიადს მიეგებები!..
,,იზრუნე. ჯი“-ზე დავტესტეთ,
მშობლებიცა ვართ ჩართულნი,
ვვარჯიშობთ, ცოდნას ვიღრმავებთ-
ინგლისურშიც და ქართულშიც...
თვალუწვდენელი სამყარო:
ზოგან ვარსკვლავთა პლეადა,
ზოგან ეუთოს სამიტი,
ზოგან კი -ოლიმპიადა!
ზოგან ფესტივალს აწყობენ,
ზოგან ცეცხლი და ომია...
ზოგან არცოდნაც ცოდვაა,
ჩვენთან კი - ,,ეტალონია!“
21-ეს თაობის
ინტელექტის ხარ საზომი,
,,ჰა-ბურთი, ჰა- მოედანი“,
უკვე ჩაირთო წამზომი!
..ისმინე, სწავლის მძებნელო“,
გეტყვი ჭეშმარიტებასა,
ეტალონელებს მიბაძე,
თუ ეძებ წარმატებასა!
გასწავლის ანბანს ცხოვრების,
გამარჯვების და ბრძოლისა,
ჩანს ცოდნის ოკეანეში
ხომალდი ,,ეტალონისა“!
წუთისოფელი ასეა,
დღეს ღამე უთენებია,
,,არ გათნევთ“- ცოდნის ტაძარი
ეტალონს უშენებია.
ლიანა სარიშვილი, ვალის N 2 საჯარო სკოლა.