ექნებათ თუ არა წელსაც აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრებში კონდიციონერები
13-03-2019

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეგისტრაცია უკვე დაიწყო

იმის გათვალისწინებით, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განაცხადა, რომ წელს, წინა წლებთან შედარებით, უფრო მეტ აბიტურიენტს ელოდებიან, etaloni.ge დაინტერესდა საკმარისი იქნება თუ არა უკვე არსებული საგამოცდო ცენტრები და ამასთან, იქნება თუ არა წელსაც ყველა ცენტრი კონდიციონერით უზრუნველყოფილი, როგორც ეს წინა წელს იყო.

„საგამოცდო ცენტრები ისევ დიდ ქალაქებში იქნება განთავსებული. 2019 წელს საგამოცდო ცენტრები განთავსებულია ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, თბილისში, რუსთავსა და თელავში. ამ ეტაპზე საგამოცდო ცენტრების რაოდენობის მხრივ ცვლილება არ იგეგმება, თუმცა, აბიტურიენტების რაოდენობიდან გამომდინარე, უშუალოდ ქალაქში შესაძლებელია, დამატებითი ცენტრი გავხსნათ. ვთქვათ, ბათუმში დავამატოთ მეორე ცენტრი. ამის შესახებ უფრო ზუსტად ინფორმაცია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დასრულების შემდგომ გვექნება. ამასთან, წელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ კონდიცირების საკითხს, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა კომფორტულად იგრძნონ თავი ტესტირების პროცესში. იმ შემთხვევაში თუ ახალი ცენტრები დაემატება, მოეწყობა იმისთვის, რომ აბიტურიენტებს შესაბამისი გარემო დახვდეთ“, - განაცხადა სოფო გორგოძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203