დუშეთის მუნიციპალიტეტის, ქვეშეთის საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ - დედების, ბებიებისა და დებისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.
„მოსწავლეები ლამაზად მოეფერნენ როგორც ქალბატონებს, ასევე გაზაფხულს და სკოლის მოსწავლეებს, მშობლებს და სკოლის თანამშრომლებს გაზაფხულის დადგომა მიულოცეს. წარმატებას ვუსურვებთ შემოქმედ მოსწავლეებს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.