რუსთავის N10 საჯარო სკოლაში ტრადიციული საგაზაფხულო ღონისძიება „დედები სცენაზე“ გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი მუსიკალური, ქორეოგრაფიული და შემოქმედებითი ნომერი, რომლებშიც დედიკოებთან ერთად მოსწავლეები და მასწავლებლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიგა ჯღარკავა და ქვემო ქართლში სახელწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე, სოსო პირველი ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები