საჩხერის მუნიციპალიტეტის, მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები საჩხერის მუნიციპალიტეტის გამოცხადებულ კონკურსში - „წერილი დედას“ მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონკურსში 40 მოსწავლე იყო ჩართული. მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ბუსხრიკიძემ კონკურსში წარმატებით იასპარეზა და ათეულში მოხვდა.
სკოლა მოსწავლეს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.