ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ოფისში ქართული ენის სწავლების პროგრამებში ჩართულ პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.
მარნეულის, დმანისის, ბოლნისის, წალკის, გარდაბნის რესურსცენტრების მიერ შერჩეულ პედაგოგებს სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი, პირველი მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი, მოადგილეები კახა კობერიძე, ზაურ დარგალი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ჟვანია შეხვდნენ.
შეხვედრაში პროგრამაში „ასწავლე საქართველოსთვის“ 3 და პროგრამაში „ქართული, როგორც მეორე ენა“ ჩართული 9 მასწავლებელი მონაწილეობდა: ქეთევან ლიქოკელი, ლიანა მუკბანიანი, ზურაბ მოდებაძე, ქეთევან სოხაძე, ნონა არჩვაძე, ნინო ბუთურიშვილი, სალომე ქირია, თეონა ზუბიაშვილი და ლალი მარგიანი.
ლალი მარგიანი ქართულ ენას ხოჯორნის საჯარო სკოლაში ასწავლის და მან შეხვედრის შესახებ ვრცლად ისაუბრა:
„ბატონმა შოთამ მადლობა გადაგვიხადა გაწეული სამსახურისთვის და გულდასმით მოუსმინა თითოეულ ჩვენგანს, დაგვპირდა თანადგომას. დასასრულ ყველა მონაწილეს სიმბოლური საჩუქრები და სიგელები გადმოგვეცა. მადლობას ვუხდი მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ამ მოკლე პერიოდში ასეთი ნდობისა და დაფასებისთვის. ეს კიდევ მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა ჩემი მოსწავლეების წინაშე“.
იხილეთ ფოტოები