გორის N12 საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ მახვილაძემ ესსების კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა
13-03-2019

გორის N12 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ მარიამ მახვილაძემ ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ სასკოლო ესსების კონკურსში ქვეყნის მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა.

კონკურსი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით გამოაცხადა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 1919 წლის 12 მარტის პირველი სხდომის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

12 მარტს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს, ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილეს აღინიშნავს. ზუსტად ერთი საუკუნის წინ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების სხდომა გაიმართა.

სკოლა აღსაზრდელს წარმატებას  ულოცავს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203