მან პირადად მიულოცა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სასწავლო წლის განახლება. "ეს დღე მართლაც დღესასწაულია, რადგან ჩვენი შვილები ცოდნის ტაძარში შემოდიან. ჩვენი მომავალი მხოლოდ განათლებაა და ჩვენი გადარჩენა არის ნიჭიერი თაობა, ამიტომ მშობლებო, პედაგოგებო თქვენს შვილებს გვერდში დაუდექით, ასწავლეთ, რათა გახდნენ წარმატებულნი. ჩვენი მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს, რომ მომავალმა თაობამ საუკეთესო განათლება მიიღოს. სწორედ თქვენი ცოდნა და განათლება გამოადგება ჩვენს მშობლიურ მუნიციპალიტეტს. მიხარია,რომ წელს პირველკლასელთა დიდი მატებაა. გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ წარმატებებს",- აღნიშნა თავის მიმართვაში მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.
გაცნობებთ, რომ წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 249 პირველკლასელმა შეაღო სკოლის კარი.
ბავშვებმა უფასოდ მიიღეს კომპიუტერები და წიგნები.