ზოგადი განათლების პროგრამების დაძლევის გამოცდაზე ექსტერნად რეგისტრაციისთვის დამატებითი ვადა განისაზღვრა.
კერძოდ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით, გამოცდაზე ექსტერნად რეგისტრაციის დამატებით ვადად მიმდინარე წლის 12 მარტიდან 13 მარტის ჩათვლით დადგინდა.
გამოცდები კი ჩატარდება მიმდინარე წლის 15 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით.
ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების პროგრამების დაძლევის მსურველებმა განაცხადი რესურსცენტრებში უნდა წარადგინონ.