ბორითის საჯარო სკოლის გუნდი მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის ნახევარფინალში მონაწილეობდა
13-03-2019

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ბორითის საჯარო სკოლის გუნდი GLOBAL-X  მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - 2019-ის“ ნახევარფინალში მონაწილეობდა.

რეგიონალური ტური ქუთაისში გაიმართა.

კონკურსის ორგანიზატორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელი (CENN), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, განათლებისა, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საქართველოს პარლამენტთან ერთად.

პროექტის მიზნებია, გარემოსდაცვითი განათლების მხარდაჭერა, სოციალური პასუხისმგებლობების ამაღლება, სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლების ჩართვა მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებულ საერთაშორისო, ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ ინიციატივებში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203