ბოლნისის მუნიციპალიტეტის, ჯავშანიანის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი, საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობებით დატვირთული სახვითი ხელოვნების გაკვეთილები ტარდება.
სკოლის აღსაზრდელები, პედაგოგ მარი ცოტნიაშვილის ხელმძღვანელობით, მრავალფეროვან ნამუშევრებს ქმნიან.
ამჯერად IV კლასის მოსწავლეებმა ნამუშევრები გაზაფხულის თემატიკაზე შექმნეს.
იხილეთ ფოტოები