როგორც მამა და როგორც დირექტორი - Izrune.ge შინ და სკოლაში
15-03-2019

ვანის N1 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული მზრუნველობა დატრიალებს. წარმატებული სკოლის ლიდერი დირექტორი ვალერ კანკაძე შინ და გარეთ მოსწავლეების წარმატებაზე Izrune.ge-სთან ერთად ზრუნავს.

მესამეკლასელი კონსტანტინე  კანკაძე შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს მშობლებთან ერთად გადის, მოუთმენლად ელოდება ყოველ ხუთშაბათს და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ დიპლომების მოპოვებას, მოსწონს პორტალის ანიმაცია და წამახალისებელი მიდგომები, ცდილობს, რომ დამოუკიდებლად მივიდეს სწორ პასუხებამდე, შემდეგ კი კითხვებს მამასთან და მასწავლებლებთან განიხილავს ხოლმე.


როგორც მამა და როგორც დირექტორი - ინოვაციურ პორტალ Izrune.ge-ს  ვალერ კანკაძე აფასებს:

„სასკოლო ცხოვრების განვითარებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებისთვის ფეხის აწყობა არსებითად მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, როდესაც არსებობს Izrune.ge და ეფექტური გზა შვილის სასწავლო პროცესში მშობელთა სისტემური ჩართვისა და მოსწავლეთა მოტივირებისთვის. თანაც, სკოლისა და Etaloni.ge-ს თანამშრომლობის წყალობით მზრუნველი ტესტები ყველასათვის ხელმისაწვდომია. როგორც მამა და როგორც დირექტორი, ძალიან ვგულშემატკივრობ პორტალს. მახარებს კონსტანტინესა და ჩვენი მოსწავლეების სწრაფვა განათლებისა და წარმატებისკენ. მოუთმენლად ელიან ხოლმე ტესტებს, შემდეგ ერთმანეთთან განიხილავენ და მასწავლებლები, მშობლებთან ერთად ბავშვის მისწრაფებებისა და საჭირო კუთხით მათი უნარების განვითარებაზე ვზრუნავთ.“ 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203