ახალციხის მუნიციპალიტეტის, ურავლის საჯარო სკოლაში 18 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით კლასებს შორის კალათბურთსა და მინი ფეხბურთში ტურნირები გაიმართა.
კალათბურთის ტურნირში მე-9 კლასის გუნდმა გაიმარჯვა, მინი ფეხბურთში კი - მე-11 კლასის გუნდმა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ტურნიში ხალისით ჩაერთნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები