ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მოსწავლე მანანა მიქაძე ბირთვის კვრაში საქართველოს ჩემპიონი გახდა
13-03-2019

მარტვილის მუნიციპალიტეტის, ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მანანა მიქაძე ბირთვის კვრაში საქართველოს ჩემპიონი გახდა. 

სკოლის აღსაზრდელმა თბილისის 2019 წლის ზამთრის ღია პირველობაზე 2002-2005 წელს დაბადებულ ახალგაზრდებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. 

მანანა მიქაძე სიგელით და მედლით დაჯილდოვდა. 

სკოლა აღსაზრდელს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203