კერძო სკოლა ''მზექას'' ვეფხისტყაოსნის ზეპირად მცოდნე მოსწავლეები ''რუსთველოლოგიის'' ნომინაციაში გამარჯვებულს უმასპინძლებენ
01-03-2017

ქალაქ ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ნესტან სულავას, დაჯილდოება გაიმართა. 

იგი შოთა რუსთაველის 850-ე საიუბილეო წლის ფარგლებში გამოცხადებულ ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობდა. ნესტან სულავას ნაშრომი თემაზე ''ვეფსიტყაოსნის პერსონაჟები'' ნომინაციაში ''რუსთველოლოგია'' საუკეთესოდ იქნა მიჩნეული. კონკურსის მიზანი რუსთველოლოგიაში მომუშავე მეცნიერების წახალისება და ფინანსური ხელშეწყობა იყო. 

ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ დამოუკიდებელი სკოლა ''მზექა''-ს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები - ბელა კაპანაძე, თინათინ კვიჟინაძე, იოსებ გიქოშვილი და ზურა ინასარიძე.

სკოლა ''მზექას'' მასწავლებლებმა ნესატან სულავას წარმატება მიულოცეს: 

''სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქალბატონ ნესტანს, ესოდენ მნიშვნელოვანი დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა მისსავე დოქტორანტმა, ჩვენი სკოლის პედაგოგმა და ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა, ბატონმა იოსებ გიქოშვილმა'' – აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.

შეხვედრის ბოლოს სკოლა ''მზექა''-ს დირექტორმა, ბელა კაპანაძემ, ნესტან სულავა სტუმრის სტატუსით სკოლაში მიიწვია ზემოხსენებული ნაშრომის პრეზენტაციისათვის. 

ბელა კაპანაძე: ''ქალბატონი ნესტანი სკოლაში მოვიწვით, სადაც მას პედაგოგიური კოლექტივის გულთბილ დახვედრასთან ერთად, ვეფხისტყაოსნის ზეპირად მცოდნე მოსწავლეებიც უმასპინძლებენ.''


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203