ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ
14-03-2019

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ლაჩხუთის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილ პედაგოგებს  საგანმანათლებლო რესურსცენტრში უმასპინძლეს.

„მინდა განსაკუთრებულად მოგილოცოთ ეს დღე, რადგან თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი გაბარიათ. გილოცავთ და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. გაზაფხულივით ლამაზი დღეები არ მოგკლებოდეთ“ - აღნიშნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.   

ღონისძიებას ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ, რომლებმაც ღონისძიებაშიც მიიღეს მონაწილეობა. 

„თქვენ მე სიცოცხლე გამიხანგრძლივეთ“ - 94 წლის პედაგოგმა, მედეა კეკელიძემ ღვაწლმოსილი პედაგოგების სახელით მადლობა გადაუხადა „8 მარტის“ ორგანიზატორებს. 

წლების განმავლობაში მედეა კეკელიძე ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის ფრანგული ენის პედაგოგი იყო, ნუნუ აფხაზავა კი ქართული ენისა და ლიტერატურის. ამავე ღონისძიებას ესწრებოდა ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის ქართულ ენასა და ლიტერატურის მოქმედი მასწავლებელი რუსუდან ცეცხლაძე. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203