''შენ წიგნები შეიყვარე გულით''- ცაგერის სკოლის ტრადიციული ღონისძიება
02-03-2017
ცაგერის სკოლის მე-8 კლასში ტრადიციული ღონისძიება - ''შენ წიგნები შეიყვარე გულით" ჩატარდა.

იდეის ავტორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ელვარა ბურჯალიანი (დამრიგებელი) იყო. ღონისძიების მიზანი კითხვის ტექნიკის დაუფლება და წიგნიერების დონის ამაღლება იყო.  

მოსწავლეებმა საინტერესოდ განიხილეს ქართველი მწერლების რევაზ ინაშვილის, ოტია იოსელიანის, რევაზ მიშველაძის ნოველები და მოთხრობები. წიგნის განხილვას ესწრებოდა სკოლის დირექტორის მოადგილე გაგა გაბიანი. მან მადლობა გადაუხადა როგორც საგნის მასწავლებელს ელვარა ბურჯალიანს, ისე მთელ კლასს. 

მოსწავლეებს წასაკითხად მიეცათ ნიკა აგიაშვილის მოთხრობა - ''ჭაბუკები დარჩნენ მარად".
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203