ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას პროექტი - „ქუთაისის საუკუნოვანი ოჯახები“ წარუდგინეს
14-03-2019

აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მე-10/3 კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი მაგდა ყანჩაველი) დამსწრე საზოგადოებას პროექტი - „ქუთაისის საუკუნოვანი ოჯახები“ წარუდგინეს. 

პროექტმა ქალაქის მერიის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებულ ელექტრონული ბლოგების კონკურსში გაიმარჯვა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის წარდგენას წინ უძღვოდა მე-6/2 კლასის მოსწავლეთა შესრულებული სიმღერა ქუთაისზე, რომლის ავტორები ნანული ბერაძე და ნელი დარსაველიძე არიან. 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ განათლებისა და კულტურის აიპის ხელმღვანელი ვაჟა ჯუღელი, მაყვალა ქობულაძე, ქალაქის რესურსცენტრის უფროსი მაია ცქიტიშვილი და ქუთაისში მცხოვრები იმ საუკუნოვანი ოჯახების წარმომადგენლები, რომელთა ისტორიებსაც აღნიშნული პროექტი მოგვითხრობს.

პროექტის ხელმძღვანელი ლალი მიქაძეა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203