ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობა გამოცხადდა
15-03-2019

მიმდინარე წლის 22 მარტს ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობა  დაიწყება. 

სტუდენტთა რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. 22 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით ცენტრის ვებ-გვერდზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ვაკანტური ადგილები, სადაც სტუდენტებს მობილობით გადასვლის საშუალება მიეცემათ.

სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თაობაზე და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები - 2019 წლის 28 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით.

რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ მიბრძანდეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 22 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით, 9:00-18:00 საათამდე, (მის: თბილისი, მ.ალექსიძის ქ.№1). ცენტრის ცხელ ხაზის ნომერია - (+995 32) 2200 220, ელექტრონულ მისამართის კი - mobility@eqe.ge.  

შეგახსენებთ, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა საბჭოს 4 მარტის გადაწყვეტილებით, ქართულ-ევროპულ უმაღლეს სასწავლებელს ავტორიზაცია გაუუქმდა.

იხილეთ ასევე: ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს სტატუსი 5 წლით შეუჩერდათ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203