საგარეჯოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მოსწავლეთა 73-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის რეგიონული ტური გაიმართა.
ტურში კოჭბანის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები: ლიკა აბგაიძე და ცირა მამუკაშვილი და დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მონაწილეებმა თერთმეტ სექციაში უაღრესად საინტერესო და შინაარსიანი თემები წარმოადგინეს და შესაბამისად, დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
სექციების ხელმძღვანელების მიერ რეცენზირებული ნაშრომები განსახილველად რესპუბლიკურ კონფერენციაზე გადაიგზავნა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულმა სამსახურმა სექციის ხელმძღვანელებს, პედაგოგებს, სტუმარ მასწავლებლებს და მოსწავლეთა სახლების დირექტორებს საჩუქრები გადასცა, ხოლო კოჭბანის საჯარო სკოლამ კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეები და მასწავლებლები მადლობის ფურცლებით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები