ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ზვარეს საჯარო სკოლაში გაზაფხულის დადგომა საგაზაფხულო ღონისძიებათა კვირეულით აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, 4 მარტს დედისა და ქალთა დღეების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია დამსწრე საზოგადოებისთვის საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა.
5 მარტს ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიმართა. საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს სიგელები და დიპლომები გადაეცათ. ასევე მოსწავლეებმა მაყურებელს გამოჩენილი მხატვრების შესახებ სლაიდ-შოუ წარუდგინეს.
6 მარტს ღონისძიება დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა გამართეს. სკოლის აღსაზრდელებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და ბევრი იცეკვეს.
კვირეულის დასკვნითი ღონისძიება 7 მარტს ჩატარდა. ღონისძიებაში ზვარის საჯარო სკოლის უფროსკლასელები მონაწილეობდნენ.
„მოსწავლეებმა არაჩვეულებრივი და დასამახსოვრებელი ზეიმი მოგვიწყვეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები