საგარეჯოს N1 საჯარო სკოლამ პროექტი „ჩვენ ვქმნით სკოლის მატიანეს“ დაიწყო
15-03-2019

საგარეჯოს N1 საჯარო სკოლამ პროექტის „ჩვენ ვქმნით სკოლის მატიანეს“ განხორციელება დაიწყო. 

პროექტის მიზანია მოსწავლეებს გააცნოს სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები. 

ესმა ფანოზიშვილი, მაია ანუაშვილი, ნესტან ურდულაშვილი სკოლის ოქროს მედალოსნები არიან, მათი წარმატებული პროფესიული საქმიანობის შესახებ ბევრია ცნობილი, სამივე მათგანი ექიმია და დაუღალავად შრომობენ ადამიანთა ჯანმრთელობაზე. 

სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის შემობრძანება მიულოცეს ქალბატონებს და ბევრი  საინტერესო ინფორმაცია მიიღეს იმ სასკოლო წლების შესახებ, რომელიც დაუვიწყარია მათ ცხოვრებაში.

იხილეთ ფოტოები 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203