ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ქვემო აკეთის საჯარო სკოლაში ბადმინტონის შემსწავლელი წრე წარმატებით ფუნქციონირებს.
როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, დღევანდელი განთლების სისტემა უამრავ სიახლეს გვთავაზობს, ერთ-ერთი სიახლე, ჯანსაღი ცხოვრების წესის გაუმჯობესების მიზნით დამატებითი სახალისო სპორტული გაკვეთილებია.
გაკვეთილებს სპორტის მასწავლებელი ირაკლი ბედინეიშვილი ატარებს. სკოლაში, მოსწავლეთა სურვილით, ვაჟებისა და გოგონებისთვის, ბადმინტონის შემსწავლელი წრე შეიქმნა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სპორტის მასწავლებლისა და მოსწავლეთა თავდაუზოგავმა და წარმატებულმა მუშაობამ სასურველი შედეგი გამოიღო. ბადმინტონის რაიონულ შეჯიბრებაში სკოლის როგორც გოგონებმა, ისე ვაჟებმა წყვილებში მესამე ადგილები დაიაკვეს.
„ამ დიდი სიხარულისთვის და წარმატებისთვის დიდ მადლობას ვუხდით მოსწავლეებს და მათ ხელმძღვანელს ირაკლი ბედინეიშვილს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები