განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებულ რუსული ოკუპაციის კვირეულს ,,წითელი ყაყაჩოები“ ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მე-5/6 კლასის მოსწავლეები გამოეხმაურნენ.
მოსწავლეებმა სპეციალური გაკვეთილი ჩაატარეს, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ბელა ბექაია და დამრიგებელი ინდირა შენგელია ხელმძღვანელობდნენ.
გაკვეთილს სკოლის დირექტორი სალომე სარალიძე, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წამომადგენელი გიგა ციბაძე და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები დაესწრნენ.
იხილეთ ფოტოები