თელავის მუნიციპალიტეტის, ბუშეტის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები მშობლებთან ერთად თელავის ისტორიულ მუზეუმში იმყოფებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ქეთევან იაშვილის გალერეა და ერეკლე მეფის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს.
მოსწავლეები ასევე ელენე ბებოს სალონს ეწვივნენ. სკოლის აღსაზრდელები სალონში ნანახმა კენჭებით და მინის ნამსხვრევებით შესრულებულმა კომპოზიციებმა აღაფრთოვანა.
იხილეთ ფოტოები