პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში გაზაფხულის დადგომა და ქალთა დღესასწაულები მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნეს.
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლებს მარტის დღესასწაულები გულთბილი მილოცვებით და ყვავილებით მიულოცეს.
ღონისძიება - „ასე უყვარდათ წინათ“ ქართული, როგორც მეორე ენის პედაგოგმა ლელა განჯელაშვილმა მომზადა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ქართველი და არა მარტო ქართველი მწერლებისა და პოეტების პირადი სასიყვარულო ბარათებითა და ლექსებით გააცოცხლეს წარსული. წაიკითხეს ალექსანდრე გრიბოედოვისა და ნინო ჭავჭავაძის, გალაკტიონისა და ოლღა ოკუჯავას, ჰოვჰანეს თუმანიანისა და საიათ-ნოვას ლექსები და პირადი წერილები.
სკოლის აღსაზრდელებმა ასევე წარმოთქვეს ლადო ასათიანისა და მირზა გელოვანის, პაოლო იაშვილისა და ტიციან ტაბიძის ლექსები.
„მოსწავლეთა შემოქმედებამ, ცეკვებმა, სიმღერებმა და მხატვრული კითხვის ოსტატობამ დამსწრე პედაგოგების დიდი მოწონება დაიმსახურა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები