ახალსოფლის სკოლაში სიყვარულის დღე ლექსების მხატვრული კითხვით აღნიშნეს
02-03-2017
ახალსოფლის სკოლის მე-8კლასში სიყვარულის დღე აღნიშნეს. 

ღონისძიებას არაერთი სლოგანი ჰქონდა: ''სიყვარული აგვამაღლებს'', ''სიყვარულია თავად ღმერთი'', ''უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე''.

მოსწავლეები ერთმანეთს მხატვრულ კითხვაში ეჯიბრებოდნენ.

მე-8 კლასის მოსწავლემ, თორნიკე წულუკიძემ წაიკითხა საკუთარმა ლექსი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. მას ''მომავალი ზურაბ გორგილაძეობა'' უწინასწარმეტყველმა ქართულის მასწავლებელმა ლიანა აბაშიძემ. 

მოსწავლეებმა სიყვარულის თემატიკაზე დაწერილი ლექსები წაიკითხეს: ''მერი'', ''უსიყვარულოდ'', ''სიყვარულო ძალსა შენსა'', ''საყურე'' ...

ღონისძიების მონაწილემ, ზურაბ პატარიძემ ახალსოფლის მკვიდრის, პოეტ მადონა ჭურკვეიძის ლექსები წაიკითხა.

ზურაბ პატარიძე: ''მე ჩვენივე სოფლის მკვიდრის, ჩვენივე სკოლის აღზრდილის, ამჟამად პოეტ მადონა ჭურკვეიძის ლექსები წავიკითხე. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა და განსაკუთრებით აქ ჩატარებული ღონისძიებები. ჩვენს სკოლაში მაწავლებლების წყალობით (განსაკუთრებით ნონა მასწავლებლის) თითქმის ყველა საზეიმო, საიუბილეო თარიღი აღინიშნება.'' 

ლექსები სიმღერებმა შეცვალა, გიტარა - ფანდურმა, სალამურმა და დარბაზში სითბომ, სიკეთემ, სიყვარულმა დაისადგურა. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203