„თბილისში ოჯახს ერთი მოსწავლისთვის რეპეტიტორი თვეში 100-1000 ლარი უჯდება, რეგიონებში კი - 50-750 ლარი“ – PMCG-ის კვლევა
16-03-2019

„2018 წლის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, მოსახლეობის 73% მიიჩნევს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად კერძო რეპეტიტორი აუცილებელია“.

აღნიშნულის შესახებ PMCG-ის (პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფი) კვლევაშია (სახელწოდებით „უთანასწორობა განათლებაში“) ნათქვამი.

კერძო რეპეტიტორის საჭიროება არ უკავშირდება მხოლოდ ერთიან ეროვნულ გამოცდებს. იმავე გამოკითხვაში მოსახლეობის 47% აღნიშნავს, რომ კერძო რეპეტიტორი საჭიროა სკოლაში წარმატებისთვისაც.

„კვლევა ასევე იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ რეპეტიტორებზე ხელმისაწვდომობა განსხვავდება ოჯახის შემოსავლის მიხედვით. ყველა ასაკობრივ ჯგუფში მაღალი ეკონომიკური შემოსავლის მქონე ოჯახების მოსწავლეებს შორის უფრო გავრცელებულია რეპეტიტორობის პრაქტიკა. 

მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახებში მე-12 კლასელთა 87%-ს ჰყავს რეპეტიტორი მაშინ, როცა დაბალ სოციოეკონომიკურ ჯგუფში შესაბამისი მაჩვენებელი 37%-ია. რეპეტიტორობის საკითხზე უახლესი კვლევის მიხედვით, მოსწავლეებს, ჩვეულებრივ, 1-დან 5-მდე საგანში ჰყავთ რეპეტიტორი და ფასები თბილისში 100-დან 200 ლარამდე მერყეობს, დანარჩენ საქართველოში კი - 50-დან 150 ლარამდე.

უხეში გამოთვლებით, თბილისში ერთი მოსწავლისთვის რეპეტიტორი ოჯახს თვეში 100-1000 ლარი უჯდება, რეგიონებში კი - 50-750 ლარი“, - აღნიშნულია კვლევაში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203