ხაშურის მუნიციპალიტეტის, წრომის საჯარო სკოლაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის - „საუბრები მომავალზე“ განხორციელება გრძელდება.
პროგრამა ონლაინ რეიმში მიმდინარეობს. მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ დასვან საინტერესო კითხვები და კომუნიკაციაში შევიდნენ სპიკერებთან.
პროგრამა - „საუბრები მომავალზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ არაფორმალური განათლების ფარგლებში სხვადასხვა მიზნობრივი და მამოტივირებელი პროგრამების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები მათთვის საინტერესო თემებს გაეცნობიან.
იხილეთ ფოტოები