ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, განჯალის საჯარო სკოლაში მეცხრეკლასელ მოსწავლეებს შორის სასწავლო პროექტი - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.
პროექტს ქართული, როგორც მეორე ენის პედაგოგი ნანა მაისურაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მიზანი იყო არაქართულენოვან სკოლებში სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება. მოსწავლეებში ჯგუფური უნარის განვითარება, ცოდნის რეალიზების ხელშეწყობა და სწავლის მოტივაციის გაზრდა.
„პროექტის შედეგად მოსწავლეებმა უკეთ შეძლეს თანამშრომლობითი უნარების განვითარება, შეაფასეს თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები. მსგავსი აქტივობები გამოიწვევს მათი მოტივაციის გაზრდას, რაც დადებითად აისახება სასწავლო პროცესში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები