თბილისის N145 საჯარო სკოლის მოსწავლეები ოლიმპიადა „ევერესტის“ ორგანიზებით გამართულ მათემატიკის ფესტივალში წარმატებით იასპარეზეს.
„ჩვენი სკოლა ფესტივალში ყოველ წელს აქტიურად არის ჩართული და არც წლევანდელი წელია გამონაკლისი. ფესტივალის ფარგლებში გამოცხადებულ ყველა კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა და შესაბამისად გამარჯვებებიც მოვიპოვეთ. ტანგრამის კონკურსის ფინალში გაიმარჯვა ჩვენი სკოლის VI1 კლასის მოსწავლე ლიზი უზნაძემ, რომელიც ფასიანი საჩუქრით (ფლეიერი) დასაჩუქრდა, იგივე კონკურსის ფინალში გავიდა V1 კლასის მოსწავლე რეზი კორკოტაშვილი. სკოლის VIII2 კლასის მოსწავლე ბაგრატ შონია კი რუბიკ-კუბიკის კონკურსის ფინალისტია. ბაგრატ შონიასაც ფასიანი საჩუქარი გადაეცა(საათი)“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
სკოლის V2-VI1-VIII1-VIII2-X2 კლასის მოსწავლეები ფესტივალში სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით ჩაერთნენ, „ევერესტის“ დამფუძნებლისგან მაღალი შეფასება მიიღეს და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
სკოლიდან ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს მათემატიკის პედაგოგებმა - ელენე ახალაიამ და მარინე ლაშხიამ.
იხილეთ ფოტოები