სკოლის დაწყება ალპანის საჯარო სკოლაში ღონისძიებით აღინიშნა
15-09-2016
2016-17 სასწავლო წლის დასაწყისი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლაში ღონისძიებით აღინიშნა.

დირექტორმა, პედაგოგებმა, მშობლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მოსწავლეებს მიულოცეს სწავლის დაწყება. 

მოსწავლეებს, რომლებმაც გასულ სასწავლო წელი წარჩინებით დაამთავრეს (ყველა საგნობრივ დისიპლინებში 10 ქულიანი შეფასება) გადაეცათ სიგელები. 

ღონისძიებაზე პირველკლასელებმა ლექსები წაიკითეს.
 
სკოლის მასწავლებლებმა პირველკლასელებს ნოუთბუქები და უფასო სახელმძღვანელოები გადასცეს. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203