როდის გამოიდარებს საქართველოში
18-03-2019

საქართველოს უმეტეს რაიონში 19-22 მარტს გამოიდარებს. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში აცხადებენ, დასავლეთ საქართველოში ხვალ დღისით ზოგ რაიონში იწვიმებს, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი.

„ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +10, +12 გრადუსის ფარგლებში იქნება. მთაში +1, +6 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში -3, +2 გრადუსი. 19 მარტიდან გამოიდარებს და 22 მარტამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ტემპერატურა მოიმატებს +18, +20 გრადუსამდე.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 18-19 მარტს იწვიმებს, მთაში და მაღალ მთაში მოთოვს. 18 მარტს დღის პირ­ველ ნახევარში მოსალოდნელია დასავლეთის ძლიერი ქარი. 19 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. ხვალ დაბალი ტემპერატურა იქნება. +8, +13 გრადუსის ფარგლებ­ში, მთაში +1, +6 გრადუსი, ხოლო მა­ღალ მთაში -7; -2 გრადუსი დაფიქსირდება“, - აცხადებენ გარემ­ოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203