ნაბეღლავის საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღეები ღონისძიებით აღნიშნეს
18-03-2019

ნაბეღლავის საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღეების აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებას სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგები - სოფო ძნელაძე, იამზე დოლიძე, ნუნუ ჯინჭარაძე და ნინო ლომთაძე ხელმძღვანელობდნენ.

ღონისძიებაში I-IV კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დედებს და ქალებს 3 და 8 მარტი ლამაზი ფრაზებით, ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს. მოსწავლეებმა ასევე დედის დღის აღსანიშნავად მისალოცი ბარათები დაამზადეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203