თელავის მუნიციპალიტეტის, ყარაჯალის საჯარო სკოლაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამა - „საუბრები მომავალზე“ წარმატებით მიმდინარეობს.
მიმდინარე წლის 27 თებერვალსა და 15 მარტს სკოლის აღსაზრდელებმა ონლაინ რეჟიმში ლექცია მოისმინეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, V კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ონლაინ კომუნიკაციაში და საინტერესო კითხვები დასვეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის - „საუბრები მომავალზე“ ფარგლებში მოსწავლეები მათთვის საინტერესო თემებს გაეცნობიან.