ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი საგაზაფხულო ღონისძიება - „გაზაფხული დადგაო“ გაიმართა.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ქართველი პოეტების ლექსები და დედასა და გაზაფხულის ყვავილებზე შექმნილი ქართველ კომოზიტორთა სიმღერები წარუდგინეს
მოსწავლეებმა ასევე თამაზ მეტრეველის პიესა „გაზაფხული“ დადგეს.
სკოლის აღსაზრდელებმა იმღერეს და საცეკვაო ნომრებიც შეასრულეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა დადებითად შეაფასეს.
ღონისძიებას სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის პედაგოგი ნათია ყაჭეიშვილი და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნინო ბერძენიშვილი ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები