ევროპის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „მწერლები ევროპული ღირებულებების“ ფარგლებში სიღნაღის საჯარო სკოლას მწერალი ლაშა ბუღაძე ესტუმრა.
მან უფროსკლასელთათვის საჯარო ლექცია ჩაატარა.
VIII-XII კლასელებმა ყურადღებით მოისმინეს ლექცია თემებზე: ქართული კულტურა და განათლების ევროპული იდეა, ევროკავშირი, როგორც იდეა და რეალობა, ევროპული სეკულარიზმი, მრწამსის თავისუფლება ევროპაში, ხელოვნების, კულტურის გავლენა საზოგადოებასა და პოლიტიკაზე, როგორ ცვლიდნენ დოგმებს ხელოვანები, მეცნიერები და მწერლები.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და მოსწავლეებს ევროპულ ფასეულობებზე სწორი და ნათელი წარმოდგენა შეუქმნა.
იხილეთ ფოტოები