თიანეთის მუნიციპალიტეტის, სიონის საჯარო სკოლის IX, X, XI,XII კლასის მოსწავლეებმა ქალთა საერთაშორისო დღეს საინტერესო ღონისძიება მიუძღვნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გუნდებად დაყოფილი მოსწავლეები ერთმანეთს ლექსის თქმაში, სიმღერაში, ცეკვასა და თეატრალური ნომრის წარმოდგენაში შეეჯიბრნენ.
გუნდის წევრებმა ასევე ინტელექტუალურ კითხვებს უპასუხეს. საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი - ,,პოზიტივი’’ დაჯილდოვდა.
იხილეთ ფოტოები