კასპის მუნიციპალიტეტის, იგოეთის საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე ლამაზი და მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ.
„მართალია მე-2 კლასი სულ სამ გოგონას ითვლის, მაგრამ კლასის დამრიგებლის ნათია ფელიშვილის პროფესიონალიზმისა და საქმის დიდი სიყვარულის შედეგად კლასი თანასკოლელებს ულამაზეს ღონისძიებებს ჩუქნის“, - ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, ღონისძიებას მოსწავლეთა დედები ესწრებოდნენ, რომლებსაც შვილებმა ბევრი ლამაზი სიურპრიზი გაუკეთეს.
იხილეთ ვიდეო და ფოტო